საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

უწყვეტი განათლება

ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტი წარმოადგენს სასწავლო ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების შეძენის უწყვეტი პროცესი, ფორმალური განათლების მიღმა, რომელიც, მთელი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში გრძელდება. უწყვეტი განათლება, არის დინამიური და განვითარებადი კონცეფცია, რომელიც ავლენს ინდივიდების საჭიროებას, რომ მუდმივად განავითარონ თავიანთი ცოდნა და ადაპტირდნენ ცვალებად გარემოში, პიროვნულ თუ პროფესიულ კონტექსტში. უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტი ფართო საზოგადოებისთვის ქმნის, უწყვეტი განათლების სერვისებს, როგორიცაა მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი ტრენინგები, მოსამზადებელი/სასერთიფიკაციო კურსები. 

დეპარტამენტი შექმნის დღიდან გეგმავს და ახორციელებს ტრენინგ კურსებს. პროგრამები სრულად ასახავს კონკრეტული მიმართულებით დაინტერესებული პირების საჭიროებებს, რომელიც თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების გამოხმაურებაა. პროგრამები შექმნილია უშუალოდ დარგის პრაქტიკოსი ექსპერტების მონაწილეობით, რაც დამატებით ღირებულებას მატებს თითოეულ მოდულს.

საკონტაქტო ინფორმაცია: llc@alte.edu.ge