ალტე უნივერსიტეტი აცხადებს 2024-2025 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველთა მიღებას სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე.
მაგისტრატურის საფეხურზე ჩაბარების მსურველები, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიებთან, დარგობრივი ცოდნისა და ინგლისური ენის დადასტურების მიზნით.
საერთო სამაგისტრო გამოცდების დადებითი შედეგების დაძლევის შემდგომ (4-დან 3-ში დადებითი ქულის მოპოვების საფუძველზე), ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები ჩაირიცხებიან შესაბამის პროგრამაზე. გასათვალისწინებელია, რომ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის წინაპირობას წარმოადგენს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
ფასი: 2 900 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 25
ფასი: 2 900 ლარი
ალტე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრობის კანდიდატებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2024 წლის 17 ივნისიდან 9 სექტემბრის 13:00 საათის ჩათვლით.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს - https://forms.office.com/e/ei9gGKf1Hf
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდისა და გასაუბრების მიმდინარეობა
- სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია
- გამოცდა ინგლისურ ენაში და სპეციალობაში
- ინგლისური ენის გამოცდის და სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება
- ინგლისური ენისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების აპელაციაზე განაცხადების მიღება
- აპელაციის შედეგების გამოცხადება
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდისა და გასაუბრების შედეგების გამოქვეყნება ალტე უნივერსიტეტის ვებგვერდზე
- სტუდენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია
- ალტე უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სიის გამოქვეყნება
მაგისტრანტობის კანდიდატთა სააპელაციო განაცხადები ალტე უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი უნივერსიტეტი ელექტრონულ მისამართზე; academicregistry@alte.edu.ge.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის(ინგლისური ენა) ნიმუში და გასაუბრების თემატიკა
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
- ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის თემატიკა
- სამართლის საგანანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის გამოცდის თემატიკა
2024 წლის 27 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები და ჩარიცხულ სტუდენტთა სია.
სტუდენტის ჩარიცხვა
მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვებენ ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
მაგისტრანტობის კანდიდატმა, ადმინისტრაციული რეგისტრაციისას ალტე უნივერსიტეტის ელექტრონული მართვის სისტემაში უნდა ატვირთოს შემდგომი დოკუმენტები.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
მაგისტრანტობის კანდიდატის სამაგისტრო საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათი;
ფოტოსურათი 3X4;
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი-დიპლომი). უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;
მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობია. სადაც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)
ალტე უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, მაგისტრატურის სტუდენტმა სწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციისას ატვირთული ყველა დოკუმენტები, ორიგინალი ან შესაბამისად დამოწმებული სახით.
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის დამზადების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ალტე უნივერსიტეტში.