ალტე უნივერსიტეტი (შემდგომში „ალტე უნივერსიტეტი“ ან “ჩვენ“) აფასებს ჩვენს ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც იჩენთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ. ვებ-გვერდზე სტუმრობით აცხადებთ და გამოხატავთ თანხმობას ალტე უნივერსიტეტის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. განგიმარტავთ, რომ:
ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვას. გიდასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.
ალტე უნივერსიტეტის გუნდი, გპირდებით, რომ:
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე უფლება გაქვთ, გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებულ ელ. ფოსტაზე (unsubscribe@alte.edu.ge), თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით შეტყობინების გამოგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, ალტე უნივერსიტეტი, მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში, ხოლო პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებისას, 7 (შვიდი) სამუშაო დღეში, უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას/წაშლას/განადგურებას.
წინამდებარე შეტყობინებით წარმოგიდგენთ ალტე უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას:
მონაცემთა შეგროვება. ალტე უნივერსიტეტი, ამუშავებს და ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემი გულისხმობს იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის და არამხოლოდ: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი). თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ ალტე უნივერსიტეტს და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენს შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირი მარკეტინგული, ასევე საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნობრიობა. თუ თქვენ ალტე უნივერსიტეტს მიაწოდებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ნებისმიერი მიზნით (მათ შორის წინამდებარე პირობებზე დათანხმებით), თქვენ პირდაპირ აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ ალტე უნივერსიტეტს უფლება აქვს შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები მომავალში თქვენი, იდენტიფიკაციისათვის, ასევე თქვენთან დასაკავშირებლად და სხვა მიზნების მისაღწევად, რომლებიც მათ შორის შეიძლება გამომდინარეობს თქვენსა და ალტე უნივერსიტეტს შორის არსებული ან პოტენციური ურთიერთობიდან.
პერსონალური მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგისათვის. ალტე უნივერსიტეტი უფლებას იტოვებს თქვენი მონაცემები დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მათ შორის მოგაწოდოთ სარეკლამო და საინფორმაციო შეტყობინებები.
პერსონალური მონაცემების შენახვა. ალტე უნივერსიტეტის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია, მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, პერსონალური მონაცემები წაიშლება/განადგურდება/შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით.
მონაცემთა უსაფრთხოება. ალტე უნივერსიტეტი იყენებს ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ დაკარგვისგან ან განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომისგან/დამუშავებისგან. თქვენს პერსონალურ ინფორმაციას დაამუშავებენ მხოლოდ ალტე უნივერსიტეტთან შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირები, რომლებიც ალტე უნივერსიტეტს აძლევენ გარანტიას, რომ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების ზემოაღნიშნულ წესებს. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეგიძლიათ, დააფიქსიროთ შემდეგ მისამართზე: unsubscribe@alte.edu.ge