სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა, უნივერსიტეტის პრიორიტეტია.
ალტე უნივერსიტეტი, მისიის შესაბამისად, მუდმივად ზრუნავს შექმნას ისეთი გარემო, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი განათლება და განავითარონ ისეთი უნარ-ჩვევები, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდის ბაზარზე.
ალტე უნივერსიტეტი, სტუდენტებს შემდეგ კარიერული განვითარების სერვისებს სთავაზობს:
- Პერიოდული ვორქშოფები ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი რბილი და ტექნიკური უნარების გაუმჯობესების მიზნით;
- Სიმულაციური სავარჯიშოები დასაქმების სრული ციკლის გასავლელად;
- აქტიური ვაკანსიების შესახებ მუდმივი ხელმისაწვდომობა;
- Პოტენციური დამსაქმებლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმისაწვდომობა;
- Საჯარო ლექციები და კონტაქტების გაძლიერების შესაძლებლობები კარიერული განვითარების მიზნით;
- დასაქმების ფორუმი;
- პასიური პრაქტიკა;
- კარიერული განვითარების მენტორები;
- პროფესიული სტაჟირების შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა;
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვმართეთ: careerservices@alte.edu.ge