ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამითა და შესაბამისი კურსების სილაბუსით, ლექტორებთან დამატებითი საკონსულტაციო მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობაა გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ სალექციო/სასემინარო საათების მიღმა, სტუდენტს ესაჭიროება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ლექტორისაგან დამატებითი დახმარება, ინფორმაციის გაზიარება, კითხვების დასმა, კითხვაზე პასუხის მიღება, მას შეუძლია ისარგებლოს დამატებითი საკონსულტაციო საათებით, წინასწარ შემუშავებული ცხრილისა და ლექტორთან შეთანხმების საფუძველზე. საკონსულტაციო მხარდაჭერა მოიცავს, როგორც ელექტრონული მიმოწერით დახმარებას, ისე უნივერსიტეტში შეხვედრას.
იხილეთ საკონსულტაციო საათების ცხრილი ქვემოთ მოცემულ ფაილებში.