სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა საგანმანათლებლო პროგრამებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე ახორციელებს. სწავლება მიმდინარეობს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის და ჟურნალისტიკის საბაკალავრო, სამართლის და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამებზე.
საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტთა საფუძვლიანი თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების გამომუშავების, პროფესიული, პიროვნული პასუხისმგებლობის განვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაციის ჩამოყალიბებაზე.
პროგრამების განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებს უძღვებიან უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული ლექტორები.
უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სტუდენტები სრულყოფილად დაეუფლონ თანამედროვე განათლებას და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური რეალიზება, გამოიმუშავონ კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარი, პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზები და რაც მთავარია უნივერსიტეტში არსებული განსაკუთრებული გარემო, სტუდენტის თავისუფალი განვითარებისათვის საუკეთესო ადგილია.