შემოიტანე განაცხადი
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი არის დინამიური ცენტრი, რომელიც შექმნილია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და გარე მონაწილე მხარეების მხარდასაჭერად. ცენტრი ავითარებს ისეთი გარემოს, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება, გაუმკლავდეს გამოწვევებს, მიაღწიოს მიზნებსა და წარმატებებს როგორც აკადემიურ, ისე სამეწარმეო საქმიანობაში.
მრავალფეროვანი ინიციატივების ხელშეწყობით, ცენტრი მიზნად ისახავს ანტრეპრენერული აზროვნებისა და უნარების, ლიდერობის, შემოქმედებითი და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ჩვენს საზოგადოებაში.
ცენტრი აძლიერებს კავშირებს აკადემიურ გარემოსა და ინდუსტრიულ პრაქტიკას შორის. ინდუსტრიული კავშირებისა და გლობალური ჩართულობის ხელშეწყობით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ კულტურათაშორისი ურთიერთგაგებისა და გლობალური მოქალაქეობის მნიშვნელობას. ჩვენი ინიციატივები მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიებისა და იდეების განვითარებას და კომერციალიზაციას.
ცენტრი ხელმძღვანელობს ეთიკური ნორმებით ყველა პროექტსა და საქმიანობაში.
განხორციელებული პროექტები:
- სასკოლო Start-up მარათონი - ყოველწლიური სასკოლო start-up მარათონი ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის უნიკალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უნიაკლური start-up იდეების ამოღმოჩენასა და მათი რეალიზების ხელშეწყობას. პროექტი TBC-სთან, Gita-სთან და Entrepreneur Georgia-სთან თანამშრომლობით უკვე ორჯერ 2022 და 2023 წლებში განხორციელდა და მასში 1000-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
თამაშოპოლია - ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა ჯიტასთან ერთად განახორციელა თამაშების დიზაინის ერთთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს საშუალება ქონდათ შეექმნათ საკუთარი ინტელექტუალური თამაში. თამაშოპოლია გულისხმობს სამაგიდო თამაშების შექმნის პრინციპზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი სამაგიდო თამაშიდან - მონოპოლიდან იღებს სათავეს. მონაწილეები სწავლობენ იდეების გენერირებას, ბაზრის კვლევას და ანალიზს, აზროვნების დიზაინს, ციფრული დატექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებას, კონტენტის შექმნას, პროტოტიპის შექმნას, მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღებას, ციფრული მარკეტინგის ზოგად პრინციპებს და ეჯაილ და ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიით მუშაობას.
პროგრამის ფარგლებში შეირჩა 20 მონაწილე, რომლებმაც გაიარეს ერთთვიანი ინტენსიური ტრენინგ-კურსი. პროგრამის ბოლოს თითოეულმა გუნდმა შექმნა თამაშები, ჯამში შეიქმნა 5 თამაში, რომლის წარდგენაც მოხდა დემო დღეზე.Start-up ზაფხული - ახალგაზრდებში მეწარემოებისა და ინოვაციების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის და მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი “start-up ზაფხული”, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 2022 წლის ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ჩატარებას გულისხმობდა. მათ შორის:
- საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში დაიწყო პროექტი "სკოლის ინოვატორთა კლუბები", რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული კლუბების მიზანი ალტე უნივერსიტეტის ჩართულობით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, საინტერესო სამეწარმეო იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერაა.
- ბათუმის ამერიკულ კუთხესთან და ბათუმის ტექნოპარკთან თანამშრომლობით, 27 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ქ. ბათუმში, ერას მოედანზე, ჩატარდა ტრენინგ-სესიები, შეხვედრები მენტორებთან და მინიმარათონი.
- Moitane.ge - აღნიშნული სტარტაპი აპლიკაციას და ვებგვერდს წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს შეძენილი პროდუქტების მისამართზე სწრაფი მიტანი სერვისს სთავაზობს. moitane.ge სწორედ ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და განვითარდა. სტარტაპის საწყის ფაზებზე ალტე უნივერსიტეტი მას საჭირო სივრცითაც უზრუნველყოფთა იმისათვის, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე moitane.ge-ს გუნდს რესურსების ოპტიმიზაცია შეძლებოდათ.
- ჩინო - ეს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპია, რომლის განხორციელებაშიც სტუდენტებს სწორედ ინოვიაციებისა და მეწარმეობის ცენტრი დაეხმარათ. ეს არის ეკომეგობრული განმავითარებელი სათამაშოების სტარტაპი, რომლის მიზანია მშობლის ინფორმირება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის თამაშს და რა უნარების დასწავლა შეიძლება ამ პროცესში. სტარტაპის შექმნის ამოსავალი ბავშვებში განვითარების დარღვევების დიდი რიცხვი აღმოჩნდა.
- ხელოვნური ინტელექტი სკოლებში - ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის აღნიშნული პროექტი სკოლის პედაგოგების გადამზადებას ისახავს მიზნად ხელოვნური ინტელექტის ეფექტური გამოყენების ტექნიკებში. პროექტი 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ამავე წლის შემოდგომაზე დასრულდება.