ღია კონკურსი მედიცინის საერთაშორისო სკოლაში
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის საერთაშორისო სკოლაში, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
- პროფესორი
- ასოცირებული პროფესორი
- ასისტენტ-პროფესორი
- ასისტენტი
კონკურსი თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე ცხადდება შემდეგი მიმართულებებით:
ანატომია (2 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ფიზიოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
რადიოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ჰისტოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ბიოქიმია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ბიოფიზიკა (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ბიოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ბიოეთიკა/კომუნიკაცია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ქართული ენა (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
გენეტიკა (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
კვლევის მეთოდები (2 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ალერგოლოგია/იმუნოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
სოციოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
სამედიცინო ინფორმატიკა (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
საზოგადოებრივი ჯანდაცვა (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
პათოლოგია(1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ფარმაკოლოგია/კლინიკური ფარმაკოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
კლინიკური უნარები (2 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ქირურგია (2 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
შინაგანი მედიცინა (კარდიოლოგია, ნეფროლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, რევმატოლოგია, გერიატრია) (2 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ტრავმატოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
მეან-გინეკოლოგია/რეპროდუქტოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
პედიატრია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ფსიქოლოგია/კლინიკური ფსიქოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ნევროლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
უროლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ოფთალმოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ოტორინოლარინგოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ინფექციური დაავადებები (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ფსიქიატრია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ონკოლოგია/კლინიკური ონკოლოგია/ჰემატოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ონკოქირურგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
რეაბილიტაცია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინა (ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა) (2 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
გადამდები დაავადებების მართვა (დერმატო-ვენეროლოგია, ვირუსოლოგია) (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
საოჯახო მედიცინა (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ტოქსიკოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
სასამართლო მედიცინა (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ჯანდაცვის მენეჯმენტი (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
სექსოლოგია (1 საშტატო ერთეული თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე)
ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით:
- დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- ასოცირებული პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
- დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
- ასისტენტ-პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
ასისტენტისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
- დოქტორანტი;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობისგამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნები კლინიკურ დისციპლინებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებისთვის:
გამოცდილება:
ა) პროფესორს: პედაგოგიური – სულ მცირე 6 წელი, კლინიკური – სულ მცირე ბოლო 9 წელი,
ბ) ასოცირებულ პროფესორს: პედაგოგიური – სულ მცირე, 3 წელი, კლინიკური – სულ მცირე, ბოლო 5 წელი,
გ) ასისტენტ-პროფესორს: კლინიკური – სულ მცირე, ბოლო 3 წელი,
დ) ასისტენტს - დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში,
მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან პროგრამაზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ კრიტერიუმს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;
საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
პიროვნული თვისებები:
ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ინიციატივიანი და მოტივირებული;
თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
სამართლიანი და დისციპლინირებული;
პასუხისმგებლიანი;
გუნდური და კონსტრუქციული
განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფაილი);
რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
ბოლო 6 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 6 (ექვსი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
პირადობის მოწმობის ასლი;
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;
სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
II ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 11 მარტიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2024 წლის 11 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2024 წლის 16-17 აპრილი;
- კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2024 წლის 18-25 აპრილი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
- კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 25 აპრილი;
- სააპელაციო განაცხადის მიღება: 2024 წლის 26 აპრილი;
- სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2024 წლის 27-29 აპრილი;
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2024 წლის 30 აპრილი.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@alte.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2. ადამიანების განვითარების და საქმისწარმოების დეპარტამენტში.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ „ალტე უნივერსიტეტის“ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ „ალტე უნივერსიტეტს“.
„ალტე უნივერსიტეტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.