„ალტე უნივერსიტეტი“ ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მათი აქტივობებისა და ინიციატივების დაფინანსების მხრივ, როგორიცაა კვლევითი პროექტი, კონფერენციებზე ვიზიტები, სამეცნიერო ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნება, სემინარებისა და ვორკშოფების ჩატარება.
აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის: ახალი ცოდნის შეძენა, რეპუტაცია და პრესტიჟი, საზოგადოებაზე გავლენა, სტუდენტთა ჩართულობა და სწავლა.
კვლევითი პროექტები ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან და მოზიდული თანხებიდან, რაც შედგება გრანტების, შემოწირულობების და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისგან, რომლის ათვისებაც წლის განმავლობაში ხდება ეტაპობრივად ან ერთჯერადად.