ანანია დევსურაშვილი
პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შექმნა 2 საგნისთვის, სტუდენტები ბაკალავრიატის განმავლობაში შეისწავლიან როგორც Web 2 ტექნოლოგიებს, ასევე მომავლის Web 3 და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს.
პროექტი უპრეცენდენტოა და ქართული განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომის დანერგვას ემსახურება. სტუდენტებისათვის ქართულენოვანი სახელმძღვანელო ამგვარ ინფორმაციაზე წვდომას მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი
პროექტის მიზანია, დაადგინოს, თუ როგორი ზეგავლენა აქვს საეკრანო დროს ექსპრესიული მეტყველების შეფერხებაში, ასევე, დღიური მოხმარების რამდენი საათი არის ის ზღვარი, რის მერეც იზრდება რისკი.
ამოცანა 1: პაციენტების მოზიდვა და მონაცემების შეგროვება
ამოცანა 2: მონაცემთა ანალიზი
ამოცანა 3: სამეცნიერო სტატიის მომზადება და გამოქვეყნება
რუსუდან კვარაცხელია
სასწავლო სახელმძღვანელო „ტურიზმის პოლიტიკა"
წიგნი 325 გვერდისგან შედგება. სახელმძღვანელო ალტე უნივერსიტეტის სასწავლო კურსის, „ტურიზმის პოლიტიკა“ სილაბუსის მიხედვით არის შედგენილი და მოიცავს ტექსტებს (სასწავლო მასალას), თვითშეფასების კითხვარებს და ტესტებს (თითოეული თავის ბოლოში).
პროექტის მიზანია, სტუდენტებს მისცეს ფართო თეორიული ცოდნა ქვეყანაში არსებული ტურიზმის პოლიტიკისა და მისი მდგენელების შესახებ. საფუძვლიანად გააცნოს ტურიზმის სფეროს ძირითადი აქტორები და მათ შორის ურთიერთკავშირი.
წიგნი, სტუდენტებს სფეროში მიმდინარე რეალურ პროცესებზე და მათი მართვის მოდელებზე შესძენს ცოდნას. კურსი ფოკუსირებულია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დაუფლების კომბინირებული შესაძლებლობის შექმნაზე.
კურსის საშუალებით, სტუდენტებს ტურიზმის სფეროს მართვასთან/განვითარებასთან დაკავშირებული რეალური გამოწვევების სხვადასხვა ჭრილში დანახვისა და კრიტიკული გააზრების ხელშეწყობის საშუალება ექმნებათ.